რა არის ვენური უკმარისობა?
ვენური უკმარისობა არის მდგომარეობა, როდესაც ვენას ქვედა კიდურებიდან გულისკენ სისხლის დაბრუნება/გადატუმბვა უჭირს.
პათოლოგია, როგორც წესი, ყალიბდება სისხლის შედედების ან ვარიკოზული ვენების გამო.
დიაგნოზი გაცილებით ხშირია ქალებში და ძირითადად, ავადობენ 50 წელს გადაცილებული პირები.
სხვა რისკ-ფაქტორებია:
- სისხლის შედედება;
- ვარიკოზული ვენები;
- სიმსუქნე;
- ორსულობა;
- თამბაქო;
- კიბო;
- კუნთების სისუსტე;
- ტრავმა ფეხზე;
- ვენური უკმარისობის ოჯახური ანამნეზი;
- დიდხანს უმოძრაოდ ჯდომა ან დგომა და სხვა.
ვენური უკმარისობისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- ფეხების შეშუპება;
- ტკივილი, რომელიც ძლიერდება ფეხზე დგომის ფონზე და მსუბუქდება თუ ფეხს მაღლა ასწევთ;
- ფეხის სპაზმი/კრუნჩხვა;
- ფეხებში სიმძიმის, პულსაციის ან ქავილის შეგრძნება;
- ფეხის კანის შესქელება;
- მუხლის არეში კანი ფერს იცვლის;
- ვარიკოზული ვენები;
- კუნთში დაჭიმულობის შეგრძნება.
წყარო:
https://www.healthline.com/health/venous-insufficiency#symptoms