რა სიმპტომებით ვლინდება ვენური უკმარისობა?

რა სიმპტომებით ვლინდება ვენური უკმარისობა?

რა არის ვენური უკმარისობა?

ვენური უკმარისობა არის მდგომარეობა, როდესაც ვენას ქვედა კიდურებიდან გულისკენ სისხლის დაბრუნება/გადატუმბვა უჭირს.

პათოლოგია, როგორც წესი, ყალიბდება სისხლის შედედების ან ვარიკოზული ვენების გამო.

დიაგნოზი გაცილებით ხშირია ქალებში და ძირითადად, ავადობენ 50 წელს გადაცილებული პირები.

სხვა რისკ-ფაქტორებია:

  •  სისხლის შედედება;
  •  ვარიკოზული ვენები;
  •  სიმსუქნე;
  •  ორსულობა;
  •  თამბაქო;
  •  კიბო;
  •  კუნთების სისუსტე;
  •  ტრავმა ფეხზე;
  •  ვენური უკმარისობის ოჯახური ანამნეზი;
  •  დიდხანს უმოძრაოდ ჯდომა ან დგომა და სხვა.

ვენური უკმარისობისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  •  ფეხების შეშუპება;
  •  ტკივილი, რომელიც ძლიერდება ფეხზე დგომის ფონზე და მსუბუქდება თუ ფეხს მაღლა ასწევთ;
  •  ფეხის სპაზმი/კრუნჩხვა;
  •  ფეხებში სიმძიმის, პულსაციის ან ქავილის შეგრძნება;
  •  ფეხის კანის შესქელება;
  •  მუხლის არეში კანი ფერს იცვლის;
  •  ვარიკოზული ვენები;
  •  კუნთში დაჭიმულობის შეგრძნება.

წყარო:
https://www.healthline.com/health/venous-insufficiency#symptoms