ვარიკოცელე სათესლე ჯირკვლებისა და სათესლე ბაგირაკის ვენების ვარიკოზული გაგანიერებაა.
დაავადება ფორმირდება სქესობრივი მომწიფების ასაკში და დროთა განმავლობაში ყალიბდება. პროცესს შესაძლოა თან ახლდეს ტკივილი თუ დისკომფორტი, თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში უსიმპტომოდაც მიმდინარეობს.
დიაგნოსტირება
ექიმი დიაგნოზზე ეჭვს მიიტანს ვიზუალური სიმპტომებისა და ფიზიკური გამოკვლევის მეშვეობით.
ვარიკოცელეს დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია ულტრაბგერითი კვლევა.
ულტრაბგერითი კვლევით შესაძლებელია შემდეგი:
- ვარიკოცელეს მახასიათებლების გამოკვლევა;
- სხვა პათოლოგიის გამორიცხვა, მაგალითად, სავსებით შესაძლებელია ამ დიაგნოზისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს სრულიად სხვა დაავადება იწვევდეს;
- სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამომწვევი ფაქტორების დადგენა.
მკურნალობა
ხშირად, ვარიკოცელე არ საჭიროებს მკურნალობას.
თუ პაციენტი ზრდასრული მამაკაცია და ანამნეზში უშვილობა ფიქსირდება, ინიშნება ქირურგიული ჩარევა.
თუ პაციენტი თინეიჯერია, აუცილებელია მხოლოდ ყოველწლიური შემოწმება - მონიტორინგის მიზანია ნებისმიერი ცვლილების იდენტიფიცირება, შესაბამისად, მართვა.
ოპერაცია რეკომენდებულია შემდეგ კლინიკურ შემთხვევებში:
- სათესლე ჯირკვლის განვითარება შეფერხებულია;
- სპერმის ნაკლებობა;
- ქრონიკული ტკივილი.