როგორი შეფერილობის უნდა იყოს ჯანსაღი შარდი?
ნორმაში ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდი, რომელსაც აქვს ფერმკრთალი ყვითელი ან ქარვისფერი შეფერილობა.
შარდის ფერი შესაძლოა შეიცვალოს კვების რაციონის, გაუწყლოების, ზოგიერთი პათოლოგიისა თუ მედიკამენტის გამო.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში შარდი იძენს მუქ შეფერილობას, რადგან დღის განმავლობაში არ იღებთ საკმარისი რაოდენობის წყალს და ორგანიზმი გაუწყლოებას განიცდის; აღსანიშნავია, რომ დეჰიდრატაციის დროს შარდის ფერის ცვლილებასთან ერთად ვლინდება სხვა სიმპტომებიც. ზოგჯერ მუქი ფერის შარდის მიზეზია ძლიერი ინტენსივობის ვარჯიშები.
რამდენიმე დაავადება, რომელიც დაკავშირებულია მუქი ფერის შარდთან:
- ჰეპატიტი;
- ციროზი;
- დეჰიდრატაცია;
- ტრავმა;
- ნაღვლის ბუშტის ობსტრუქცია;
- ზოგიერთი მედიკამენტი (ერთგვარი გვერდითი ეფექტი);
- პორფირია;
- ნაღვლის ბუშტის კენჭები;
- კენჭები შარდის ბუშტში;
- სიყვითლე;
- ღვიძლის დაავადება;
- მალარია და სხვა.
როდის მივმართოთ ექიმს?
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ სისხლი შარდში ან რეკომენდებული რაოდენობის წყლის მიღების მიუხედავად სითხის შეფერილობა ისევ მუქია. ექიმის კონსულტაციაა აუცილებელი თუ მუქი ფერის შარდს თან ახლავს სხვა სიმპტომებიც.
წყარო:
https://www.healthline.com/health/dark-urine#outside-factors