დვრილიდან რძიანი გამონადენი - რატომ ყალიბდება  გალაქტორეა?

დვრილიდან რძიანი გამონადენი - რატომ ყალიბდება გალაქტორეა?

გალაქტორეას გამომწვევი მიზეზები.

გალაქტორეა არის დვრილიდან რძიანი გამონადენი და მას არ აქვს კავშირი ჩვილის ძუძუთი კვების პერიოდში სარძევე ჯირკვალში რძის ჩამოყალიბების ნორმალურ პროცესთან.

გალაქტორეა არის სიმპტომი, რომ ორგანიზმში გარკვეული პათოლოგიური პროცესი ყალიბდება, შესაბამისად, აუცილებელია დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა.

რძიანი გამონადენი შესაძლოა აწუხებდეს მამაკაცსაც; ექიმებს ახსოვთ არაერთი კლინიკური შემთხვევა, როდესაც პაციენტი ახალშობილი იყო, ანუ ამ დიაგნოზით მხოლოდ ქალები არ ავადობენ.

გამომწვევი მიზეზი

ხშირად, გამომწვევი მიზეზია სისხლში პროლაქტინის ჭარბი დოზა - ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია მკერდში რძის გამომუშავების პროცესზე (როდესაც ჩვილი გყავთ).

შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  •  ზოგიერთი მედიკამენტი (ერთგვარი გვერდითი ეფექტი);
  •  მცენარეული დანამატები;
  •  ჩასახვის საწინააღმდეგო აბები;
  •  ჰიპოფიზის ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა;
  •  ჰიპოთირეოზი;
  •  თირკმლის ქრონიკული დაავადება;
  •  ზედმეტი სტიმულაცია მკერდზე (სქესობრივი აქტის დროს, მჭიდროდ მოჭერილი სამოსის ხახუნი და სხვა);
  •  სხვადასხვა ტიპის დაზიანება მკერდზე;
  •  სტრესი;
  •  ოპერაცია ზურგის ტვინზე;
  •  ტრავმა ზურგის ტვინზე და სხვა.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/galactorrhea/symptoms-causes/syc-
20350431