დააკვირდით ფრჩხილებს.
ფრჩხილი ჯანსაღია, როდესაც მისი ზედაპირი გლუვი, ერთფეროვანი და ერთგვაროვანია.
მცირე, უმნიშვნელო ცვლილებები ყოველთვის პათოლოგიური პროცესის ნიშანი არ არის და სავსებით შესაძლებელია ასაკის მატების თუ ხელის არეში მიღებული ტრავმის ფონზე განვითარდეს, თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ფრჩხილის ზედაპირზე გამოვლენილი ცვლილებებით ორგანიზმი რომელიმე დაავადებაზე მიგანიშნებთ.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ შემდეგი:
- შავი ან თეთრი ხაზები, ზოლები ფრჩხილზე;
- ფრჩხილის ბუნებრივი ფერი შეიცვალა;
- ფრჩხილის ფორმა შეიცვალა;
- ფრჩხილის სტრუქტურა შესქელებული ან შეთხელებული გეჩვენებათ;
- უჩვეულო მტვრევადობა;
- სისხლდენა ფრჩხილის გარშემო;
- შეშუპება და სიწითლე ფრჩხილის გარშემო;
- ტკივილი ფრჩხილის გარშემო;
- ფრჩხილი მოსცილდა კანს.
წყარო:
https://www.healthline.com/health/nail-abnormalities-2#meeslines