როგორი უნდა იყოს ჯანსაღი სკალპი და რა სიმპტომები ვლინდება, როდესაც თავის კანი ღიზიანდება?

როგორი უნდა იყოს ჯანსაღი სკალპი და რა სიმპტომები ვლინდება, როდესაც თავის კანი ღიზიანდება?

ზრუნავთ სკალპის ჯანმრთელობაზე?

როდესაც თმის მოვლის საშუალებებს ყიდულობთ, სავარაუდოდ, ნაკლებად გახსენდებათ კანის სტრუქტურა და თმის სიჯანსაღეზე ფიქრობთ. თუმცა როგორც თმას, ისე სკალპს სჭირდება მოვლა, რადგან თავის კანი სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენის ფონზე მარტივად ღიზიანდება.

სკალპი არაჯანსაღია თუ გაწუხებთ შემდეგი სიმპტომები:

  •  ქავილი;
  •  სიწითლე;
  •  ქერტლი;
  •  ტკივილი;
  •  გაღიზიანება;
  •  აკნე;
  •  ჭარბი რაოდენობით თმის ცვენა;
  •  წვის შეგრძნება;
  •  ზედმეტი ცხიმიანობა კანზე;
  •  სკალპზე ერთგვარი ფუფხები, ამობურცულობები.

სკალპის ჯანმრთელობისთვის რეკომენდებულია:

  •  არ შეიძინოთ თმის მოვლის საშუალებები, რომელიც შეიცავს ალკოჰოლს, სულფატსა და სუნამოს არომატს;
  •  დაბანისას არ დაიკაწროთ კანი და თმაში შამპუნი ნაზი მასაჟით შეიზილეთ;
  •  თავს ხშირად ნუ დაიბანთ, რადგან ისედაც გაღიზიანებულ კანს მარტივად მოსცილდება ბუნებრივი დამცავი ცხიმი;
  •  რაციონი გაამდიდრეთ ანტიოქსიდანტებისა და პრობიოტიკების შემცველი პროდუქტებით;
  •  აფთიაქში შეიძინეთ სკალპის სკრაბი.

წყარო:
https://www.healthline.com/health/beauty-skin-care/healthy-scalp#how-to-get-a-healthy-
scalp