სახის რომელ ნაწილში გაქვთ აკნე?
აკნე კანის ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებითი დაავადებაა. აკნე ჩნდება მაშინ, როდესაც თმის ფოლიკულა ცხიმითა და კანის მკვდარი უჯრედებით იხშობა.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ გამონაყარი ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესის გამოვლინებაა. განვიხილოთ დეტალურად.
შუბლი
შუბლზე აკნე ჩნდება თმისა და თმის მოვლის საშუალებების გამო. მაგალითად, თუ თმას არ დაიბანთ, ცხიმის დეპოზიტები შუბლზე ჩამოვა და ფორები დაიხშობა.
ამასთან, თმის მოვლის საშუალება შეიძლება შეიცავდეს ისეთ ქიმიკალს, რომელიც ცხიმიანობის მიზეზი იყოს.
ლოყა
სახის ამ არეში აკნეს გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს არაერთი ფაქტორი, მაგალითად, მამაკაცებში პარსვა, ქალებში ტონალური კრემი.
ლოყაზე გამონაყარის მიზეზია ბინძური ბალიში და მობილურის ეკრანი.
ცხვირი
შესაძლოა საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემა გქონდეთ.
ნიკაპი და ყბის ხაზი
როგორც წესი, სახის ამ არეში ჰორმონული აკნე ჩნდება.
წყარო:
https://www.topdoctors.co.uk/blog/face-mapping-what-acne-on-the-face-really-says-about-
your-health/