როდესაც ორგანიზმში არ არის ადეკვატური რაოდენობის რკინა, ეს სიმპტომები ვლინდება.
რკინა მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედების გამომუშავებისთვის. სისხლის წითელი უჯრედები სჭირდება იმუნიტეტს, ტვინს, კუნთებსა და სხვა არაერთ ორგანოსა თუ სისტემას.
ორგანიზმს არ შეუძლია რკინის დამოუკიდებლად გამომუშავება, შესაბამისად, საჭიროა კვების რაციონი ამ ელემენტით მდიდარი პროდუქტებისგან შედგებოდეს. გაითვალისწინეთ, ამ შემთხვევაშიც რეკომენდებულია ოქროს შუალედის დაცვა - ზედმეტი რკინაც ისეთივე მავნებელია, როგორც მისი დეფიციტი; მაგალითად, თუ ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის რკინა არაა ჩნდება ანემია, ხოლო ჭარბის შემთხვევაში ყალიბდება ტოქსიკური პროცესი.
რკინის დეფიციტის სიმპტომებია:
- ძლიერი დაღლილობა;
- ქოშინი;
- მეხსიერებისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
- ინფექციებით ხშირი ავადობა;
- ადამიანს უჭირს აერობიკა ან ნებისმიერი ინტენსივობის ფიზიკურ აქტივობაში ჩართვა;
- ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები ბავშვებში;
- დაქვეითებული ლიბიდო.