როგორ ამოვიცნოთ საშვილოსნოსგარე ორსულობა და როდის  მივმართოთ მეან-გინეკოლოგს?

როგორ ამოვიცნოთ საშვილოსნოსგარე ორსულობა და როდის მივმართოთ მეან-გინეკოლოგს?

რა არის საშვილოსნოსგარე ორსულობა?

საშვილოსნოსგარე ორსულობა არის მდგომარეობა, როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრება და ზრდა მიმდინარეობს საშვილოსნოს მთავარი ღრუს გარეთ. ამ დიაგნოზის დროს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის განვითარება ვერ ხდება.

ნებისმიერი უჩვეულო ჩივილის შემთხვევაში ორსულმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს - საჭიროა დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა, რადგან არანამკურნალებელი კლინიკური შემთხვევის დროს, წამოზრდილმა ქსოვილმა შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენა გამოიწვიოს.

სიმპტომები

თავდაპირველად შესაძლებელია ვერ შეამჩნიოთ ნიშნები. ზოგიერთ ორსულს, საშვილოსნოსგარე ორსულობის მიუხედავად, ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. ორსულობის ტესტიც დადებითს აჩვენებს.

საშვილოსნოსგარე ორსულობის საყურადღებო ადრეული ნიშნები

ხშირად, პირველი ნიშანი ვაგინალური სისხლდენა და მენჯის ტკივილია.

კრიტიკული სიმპტომებია (გადაუდებელი სასწრაფო დახმარება), ემერჯენსი მდგომარეობაა, როდესაც მუცლის ღრუში ძლიერი სისხლდენა ფიქსირდება.

სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: შოკი, გონების დაკარგვა, გულის წასვლის შეგრძნება.

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება, პაციენტი გადაიყვანეთ კლინიკის ემერჯენსის დეპარტამენტში შემდეგი სიმპტომების დროს:

  •  ძლიერი მუცლის ან მენჯის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს ვაგინალური სისხლდენა;
  •  გულის წასვლის შეგრძნება ან გონების დაკარგვა;
  •  მხრის ტკივილი.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/ectopic-pregnancy/symptoms-
causes/syc-20372088