რა არის ვარიკოცელე?
ვარიკოცელე სათესლე ჯირკვლებისა და სათესლე ბაგირაკის ვენების ვარიკოზული გაგანიერებაა.
როგორც წესი, დაავადება ფორმირდება სქესობრივი მომწიფების ასაკში და დროთა განმავლობაში ყალიბდება. პროცესს შესაძლოა თან ახლდეს ტკივილი თუ დისკომფორტი ან სავსებით შესაძლებელია უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.
ვარიკოცელეს გამო იზრდება უნაყოფობისა და სხვა გართულებების რისკი, შესაბამისად, რეკომენდებულია დროულად მიმართოთ ექიმს.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში დაავადება ჩნდება სათესლე პარკის მარცხენა არეში და ძირითადად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
თუ ნიშნები გამოვლინდა, პაციენტს აწუხებს შემდეგი:
- ტკივილი;
- სათესლე პარკში ერთგვარი მასა შეიგრძნობა;
- სათესლე ჯირკვლები სხვადასხვა ზომისაა;
- უნაყოფობა.
ვარიკოცელეს ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. თუმცა ფაქტია, რომ დაავადება ჩნდება ვენის სანათურში მდებარე სარქველების ფუნქციის მოშლის, არაადეკვატურად ფუნქციონირების ფონზე. სისხლის ნორმალური მიმოქცევის უნარის დარღვევა სათესლე ჯირკვლის ვენებში წნევის მატებას, შესაბამისად, სისხლის უკუდინებას იწვევს - საბოლოოდ ყალიბდება ვენების ვარიკოზული გაგანიერება.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/varicocele/diagnosis-treatment/drc-
20378772