რას ნიშნავს დოპლეროგრაფია, ულტრაბგერითი კვლევა დოპლერით?
იგი არაინვაზიური კვლევის მეთოდია, რომელიც გამოიყენება სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის შესაფასებლად.
დოპლერის მეთოდით შესაძლებელია შემდეგი პათოლოგიების დიაგნოსტირება:
- სისხლის შედედება;
- ვენური უკმარისობა;
- დეფექტი გულის სარქველზე ან თანდაყოლილი გულის დაავადება;
- არტერიების ოკლუზია;
- პერიფერიული არტერიების დაავადება;
- ანევრიზმა;
- საძილე არტერიის სტენოზი.
ულტრაბგერითი დოპლეროგრაფიით შესაძლებელია მაგისტრალური სისხლძარღვების სტრუქტურის შეფასება და მასში სისხლის ნაკადის მიმართულებისა თუ სიჩქარის განსაზღვრა.
ამ მეთოდით ვლინდება სისხლის ნაკადის ცვლილება, დგინდება ორგანიზმში სისხლძარღვოვანი ანომალიებისა და ათეროსკლეროზული ფოლაქების არსებობა, ფასდება სისხლძარღვის დაზიანების ხარისხი, კოლატერალური სისხლის მიმოქცევის ეფექტურობა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/doppler-ultrasound/expert-answers/faq-20058452