რა არის ძვლის ტვინი?

რა არის ძვლის ტვინი?

რა ფუნქცია აკისრია ძვლის ტვინს?

ძვლის ტვინი რბილი, ცხიმოვანი ქსოვილია, რომელიც მდებარეობს ძვლის ღრუებში.

იგი შეიცავს უჯრედებს, რომელიც წარმოქმნის სისხლის უჯრედებსა და თრომბოციტებს, პასუხისმგებელია ყოველდღიურად მილიარდობით ახალი სისხლის უჯრედის გამომუშავებაზე. ძვლის ტვინი ქმნის სისხლის ყველა აუცილებელ კომპონენტს (სისხლის წითელი უჯრედები, სისხლის თეთრი უჯრედები, თრომბოციტები). ძვლის ტვინი ასევე იმარაგებს ცხიმს, რომელიც შემდეგ ენერგიად იქცევა.

ძვლის ტვინი და მის მიერ გამომუშავებული ჯანსაღი უჯრედები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ზოგჯერ უჯრედის მუტაცია ვნებს ჯანსაღ ძვლის ტვინის უჯრედებს და საჭირო დგება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია. ძვლის ტვინის გადანერგვა ეფექტური მკურნალობის მეთოდია ლეიკემიით დაავადებული პაციენტებისთვის. ტრანსპლანტაციის დროს ქირურგი იღებს დონორის ჯანსაღ უჯრედებს და პაციენტის სისხლის მიმოქცევის სისტემაში ნერგავს. დონორის ჯანსაღი ძვლის
ტვინის მასალა დაავადებული პირის ორგანიზმში ჯანმრთელ ლეიკოციტებს, ერითროციტებსა და თრომბოციტებს წარმოქმნის.

თქვენს ორგანიზმში 2 ტიპის ძვლის ტვინია:

  •  წითელი - გამოიმუშავებს სისხლის უჯრედებს;
  •  ყვითელი - იმარაგებს ცხიმს.

წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/body/22818-bone-marrow