ახდენს თუ არა ციკლზე გავლენას მოგზაურობა?

ახდენს თუ არა ციკლზე გავლენას მოგზაურობა?

მოგზაურობა და მენსტრუაცია.

შეიძლება შეგიმჩნევიათ, რომ მოგზაურობის გამო ციკლი ან გვიან გეწყებათ, ან იმ თვეში საერთოდ არ გაქვთ.

ნორმალურ მენსტრუალურ ციკლზე გავლენას ახდენს სტრესი. სტრესის ფონზე გაჩენილი ჰორმონები უარყოფითად აისახება არაერთ სისტემასა თუ ორგანოზე, შესაბამისად, გამონაკლისი არც მენსტრუაციაა.

როგორი სასიამოვნოც არ უნდა იყოს შვებულება, საყვარელ სანაპიროზე ნებივრობა, მოგზაურობა მცირე პროცენტით მაინც მოიცავს შფოთვას, სტრესს; მაგალითად, შეიძლება ჩვეულზე დიდი რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმართ, ახალი ადგილის აღმოსაჩენად ფიზიკურად იტვირთებით, ბევრს სეირნობთ და ძილისთვის დრო არ გრჩებათ. მენტალურად შეიძლება თავს კარგად გრძნობდეთ, თუმცა გართობასა და წვეულებებზე სავსებით მოსალოდნელია საპირისპიროდ რეაგირებდეს ორგანიზმი და თავი სტრესულ გარემოში იგრძნოს.

გაითვალისწინეთ, მენსტრუაციის ნორმალური რიტმი შეიძლება დროებით დაირღვეს მაშინაც, როდესაც სასაათო სარტყელს კვეთთ. სხეულს საკუთარი ბიოლოგიური საათი აქვს, რომლის მიხედვითად ხელმძღვანელობს თუ როდის დაიძინოს და გაიღვიძოს. ბიოლოგიური საათი თავდაპირველ სასაათო სარტყელზეა აწყობილი და მოგზაურობის ახალ დროს ვერ ეგუება, იგივეს განიცდის ციკლი.

ბუნებრივი ბიორიტმის ნებისმიერი ცვლილება გავლენას ახდენს მენსტრუაციაზე.

წყარო:
https://flo.health/menstrual-cycle/health/period/traveling-on-your-period