როგორ გავიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა?

როგორ გავიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა?

ადამიანის ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის სისტემა დიდ როლს თამაშობს.

სისხლის საშუალებით მთლიანი სხეული მარაგდება ჟანგბადით, ვიტამინებითა და სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტებით, შესაბამისად, ყველა ორგანო სათანადოდ ფუნქციონირებს.

სისხლის სათანადო მიმოქცევის დროს ადვილად ხორცდება ჭრილობები, ტვინი ეფექტურად ამუშავებს ინფორმაციას, გულისცემა ნორმაშია, ორგანიზმი მარტივად ებრძვის ინფექციებს და სხვა.

როდესაც სისხლის ცირკულაცია ირღვევა ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  •  ქვეითდება კონცენტრაციის უნარი;
  •  არ გაქვთ ძალა;
  •  ცივი ფეხები;
  •  თმის სტრუქტურა თხელდება;
  •  თმის ცვენა;
  •  სუსტი იმუნიტეტი;
  •  ერექციული დისფუნქცია და სხვა.

სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია:

  •  თამბაქოზე უარი;
  •  ფეხით ან ველოსიპედით სეირნობა, სირბილი;
  •  ანტიოქსიდანტებით მდიდარი შავი ან მწვანე ჩაი;
  •  ანამნეზში ანემიის შემთხვევაში რაციონში შეიტანეთ რკინით მდიდარი პროდუქტები;
  •  მასაჟი;
  •  შეძლებისდაგვარად მოერიდეთ სტრესულ გარემოს;
  •  მიირთვით ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავით მდიდარი პროდუქტები;
  •  ფეხები მაღლა ასწიეთ;
  •  არტერიული წნევის კონტროლი;
  •  დიდხანს ნუ იჯდებით, შეძლებისდაგვარად იმოძრავეთ.

წყარო:
https://www.henryford.com/blog/2020/10/how-to-boost-circulation