მუცლის ტკივილი - როდის გამოვიძახოთ სასწრაფო  დახმარება?

მუცლის ტკივილი - როდის გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება?

მუცლის ტკივილი გავრცელებული ჩივილია.

თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს დისკომფორტი სერიოზულია და ექიმის კონსულტაციას საჭიროებს.

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება ან პაციენტი დროულად გადაიყვანეთ კლინიკის ემერჯენსის დეპარტამენტში თუ მუცლის ტკივილი მწვავეა და გამოწვეულია:

  •  ტრავმით (დაზიანება, ავარია და სხვა);
  •  ერთგვარი წნევის შეგრძნება, ზეწოლა ან ტკივილი გულმკერდის არეში.

თვითმკურნალობა დაუშვებელია და პაციენტი უნდა მოთავსდეს კლინიკაში შემდეგი სიმპტომების დროს:

  •  მწვავე ტკივილი;
  •  სიცხე;
  •  სისხლი განავალში;
  •  მუდმივი ღებინება და გულისრევა;
  •  წონის კლება;
  •  კანის ყვითელი შეფერილობა;
  •  შეხებისას მუცელი რბილია;
  •  მუცლის შეშუპება.

ექიმის კონსულტაცია

ნებისმიერი შესაძლო გართულების თავიდან არიდების მიზნით, თუ ნერვიულობთ სიმპტომზე და მუცლის ტკივილი გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში, გირჩევთ მიმართოთ ექიმს.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/abdominal-pain/basics/when-to-see-doctor/sym-
20050728