რა არის გასტროსკოპია?
გასტროსკოპიული კვლევის მეშვეობით შესაძლებელია საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დათვალიერება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ორგანოს დაავადების გამოვლენა. გასტროსკოპია ასევე მოწოდებულია ქსოვილის ამოკვეთისთვის, შემდგომი ბიოფსიის მიზნით.
გასტროსკოპია მოწოდებულია შემდეგი სიმპტომების დროს:
- ტკივილი ყლაპვის დროს;
- ყლაპვის გაძნელება;
- გულძმარვა;
- უმიზეზოდ წონის კლება;
- გულისრევა, ღებინება;
- ტკივილი, წვა და დისკომფორტი მუცლის არეში;
- სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
- ღებინებისას ამოღებულ მასაში შენიშნეთ სისხლი;
- მუქი ფერის განავალი.
გასტროსკოპიული კვლევა რეკომენდებულია კუჭისა და საყლაპავის კიბოს დიაგნოსტირებისთვის.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში გასტროსკოპია ინიშნება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების განკურნების მიზნით, მაგალითად:
- საყლაპავი მილის გაფართოებისთვის, როდესაც იმდენად შევიწროებულია, რომ ადამიანს უჭირს საკვების გადაყლაპვა და უჩივის ტკივილს;
- კუჭში ან საყლაპავში სისხლდენის შეჩერების მიზნით;
- წანაზარდების ამოსაკვეთად;
- კვების ფუნქციის აღდგენის მიზნით.