გასტროსკოპია

გასტროსკოპია

რა არის გასტროსკოპია?

გასტროსკოპიული კვლევის მეშვეობით შესაძლებელია საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დათვალიერება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ორგანოს დაავადების გამოვლენა. გასტროსკოპია ასევე მოწოდებულია ქსოვილის ამოკვეთისთვის, შემდგომი ბიოფსიის მიზნით.

გასტროსკოპია მოწოდებულია შემდეგი სიმპტომების დროს:

  •  ტკივილი ყლაპვის დროს;
  •  ყლაპვის გაძნელება;
  •  გულძმარვა;
  •  უმიზეზოდ წონის კლება;
  •  გულისრევა, ღებინება;
  •  ტკივილი, წვა და დისკომფორტი მუცლის არეში;
  •  სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
  •  ღებინებისას ამოღებულ მასაში შენიშნეთ სისხლი;
  •  მუქი ფერის განავალი.

გასტროსკოპიული კვლევა რეკომენდებულია კუჭისა და საყლაპავის კიბოს დიაგნოსტირებისთვის.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში გასტროსკოპია ინიშნება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების განკურნების მიზნით, მაგალითად:

  •  საყლაპავი მილის გაფართოებისთვის, როდესაც იმდენად შევიწროებულია, რომ ადამიანს უჭირს საკვების გადაყლაპვა და უჩივის ტკივილს;
  •  კუჭში ან საყლაპავში სისხლდენის შეჩერების მიზნით;
  •  წანაზარდების ამოსაკვეთად;
  •  კვების ფუნქციის აღდგენის მიზნით.

წყარო:
https://www.nhs.uk/conditions/gastroscopy/