რა არის კოლონოსკოპია?
კოლონოსკოპია დიაგნოსტიკური პროცედურაა, რომლის დროსაც ექიმი აფასებს მსხვილი ნაწლავის შიდა ზედაპირის მდგომარეობას. აღნიშნული კვლევის მეთოდით შესაძლებელია მსხვილ ნაწლავსა და სწორ ნაწლავში მიმდინარე ცვლილებების (შეშუპება, გაღიზიანება, პოლიპები და სხვა) დიაგნოსტირება.
კოლონოსკოპია ინიშნება შემდეგი მდგომარეობების დროს:
- კუჭ-ნაწლავის პრობლემისთვის დამახასიათებელი სიმპტომების (მუცლის ტკივილი, რექტალური სისხლდენა, ქრონიკული დიარეა) გამომწვევი მიზეზის დადგენა;
- მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი;
- ანამნეზში პოლიპები;
- სხვა სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად, მაგალითად, მსხვილ ნაწლავში სტენტის ჩადგმა ან ობიექტის ამოღება და სხვა.
მსხვილი ნაწლავის პათოლოგიები შესაძლებელია მრავალფეროვანი სიმპტომებით მიმდინარეობდეს, თუმცა შემდეგი ჩივილების შემთხვევაში სასურველია დროულად მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ კოლონოსკოპია.
კოლონოსკოპიური გამოკვლევა რეკომენდებულია შემდეგი სიმპტომების დროს:
- შებერილობა;
- მოვლითი ხასიათის ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში;
- ქრონიკული დიარეა;
- შეკრულობა;
- სისხლიანი, ლორწოვანი ან ჩირქიანი გამონადენი უკანა ტანიდან;
- მეტეორიზმი;
- კუჭის მოქმედების დროს უჩივით ტკივილს ანუსის მიდამოში.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/tests-procedures/colonoscopy/about/pac-20393569