ტრედმილი, დატვირთვის ტესტი - კვლევა, რომელიც აჩვენებს თუ როგორ მუშაობს გული ფიზიკური აქტივობის  დროს

ტრედმილი, დატვირთვის ტესტი - კვლევა, რომელიც აჩვენებს თუ როგორ მუშაობს გული ფიზიკური აქტივობის დროს

რატომ ინიშნება ტრედმილი, გულის დატვირთვის ტესტი?

დოზირებული ფიზიკური დატვირთვის ტესტის დროს კარდიოლოგი აფასებს გულის მუშაობას ფიზიკური აქტივობის ფონზე.

კვლევის პროცესში პაციენტი ფიზიკურად იტვირთება ტრედმილზე, მოძრავ სარბენ ბილიკზე, ხოლო პარალელურად მიმდინარეობს ელექტროკარდიოგრამის ჩაწერა. კვლევის მსვლელობისას, უსაფრთხოების ყველა ნორმის გათვალისწინებით, ეტაპობრივად იზრდება ფიზიკური აქტივობის დონე, შესაბამისად, იცვლება ელექტროკარდიოგრამა, არტერიული წნევა, გულის შეკუმშვათა სიხშირე, სუნთქვა.

ტრედმილის ტესტი ავლენს ნებისმიერ ელექტროკარდიოგრაფიულ ცვლილებებს, შესაბამისად, ექიმი იღებს ინფორმაციას პაციენტის გულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მარტივად რომ ვთქვათ სტრეს ტესტის მიზანია დადგინდეს როგორ მუშაობს გული ფიზიკური აქტივობის დროს.

კვლევა მოწოდებულია შემდეგი პათოლოგიების დიაგნოსტირებისთვის:

  •  კორონარული არტერიების დაავადება;
  •  არითმია;
  •  თუ რამდენად ეფექტურია უკვე დანიშნული მკურნალობის კურსი;
  •  ქირურგიულ ოპერაციამდე გულის მდგომარეობის შემოწმება.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/tests-procedures/stress-test/about/pac-20385234