რა არის ექოკარდიოგრამა?

რა არის ექოკარდიოგრამა?

რატომ ინიშნება ექოკარდიოგრამა?

ექოკარდიოგრამით გულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება.

აღნიშნული კვლევის მეთოდით ექიმი ამოწმებს გულისცემას, თუ როგორ მიეწოდება სისხლი ორგანოს, ახდენს გულის დაავადებების იდენტიფიცირებას.

ექოკარდიოგრამა მოწოდებულია:

  •  გულის სარქველის პრობლემის შესამოწმებლად;
  •  ხომ არ არის სუნთქვის უკმარისობა ან გულმკერდის ტკივილი გულის პრობლემით გამოწვეული;
  •  თანდაყოლილი გულის მანკის აღმოსაჩენად (ნაყოფის მონიტორინგი).

კვლევის შემდეგ ადამიანების უმეტესობა უბრუნდება დღის ნორმალურ რეჟიმს. თუ ექოკარდიოგრამის პასუხი ნორმალურია, დამატებითი კვლევები აღარ არის საჭირო, თუმცა თუ შედეგი საეჭვო აღმოჩნდება, კონკრეტული კლინიკური შემთხვევიდან გამომდინარე, კარდიოლოგი მიიღებს შესაბამის ზომას, ანუ ჩაგიტარებთ სხვა ტესტებს.

ექოკარდიოგრამით ექიმი იღებს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  •  გულის ზომის ცვლილება;
  •  სისხლის გადატუმბვის სიმძლავრე;
  •  გულის კუნთის დაზიანების ხარისხი;
  •  პათოლოგიური პროცესი გულის სარქველზე;
  •  გულის დეფექტები.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/tests-procedures/echocardiogram/about/pac-20393856