კბილის ნადები

კბილის ნადები

რა არის კბილის ნადები?

ყველას აქვს კბილის ნადები, თუმცა სხვადასხვა ხარისხით.

ნადები ბაქტერიაა, რომელიც ხშირად ფორმირდება კბილზე. როდესაც მიირთმევთ ან სვამთ, ნადების ბაქტერია წარმოქმნის მჟავას. ამ მჟავამ შესაძლოა დააზიანოს კბილის ემალი და გამოიწვიოს კარიესი თუ ღრძილების დაავადება.

ნადები გარკვეულ დრომდე რბილია და მარტივად იწმინდება კბილის ჯაგრისისა და ძაფის საშუალებით. თუმცა თუ კბილებს რეგულარულად არ გამოიხეხავთ,

ანუ არ იზრუნებთ პირის ღრუს ჰიგიენაზე, ნადები გამკვრივდება და ქვად გარდაიქმნება - ქვის მოცილება მხოლოდ სტომატოლოგს შეუძლია შესაბამისი პროცედურით.

აღსანიშნავია, რომ ნადები შესაძლოა გაჩნდეს ღრძილქვეშ, კბილის ფესვზე და დააზიანოს ძვალი.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ყველა ადამიანს უჩნდება ნადები, თუმცა გარკვეული ფაქტორების ფონზე რისკი გაცილებით მაღალია.

ხელშემწყობი ფაქტორებია:

  •  რაციონში დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი საკვები და სასმელი;
  •  პირის სიმშრალე;
  •  ანამნეზში სხივური თერაპია თავზე/კისერზე;
  •  თამბაქოს მოხმარება.

გართულებული კლინიკური შემთხვევები

როგორც უკვე მოგახსენეთ, თუ კბილებს ყოველდღე არ გამოიხეხავთ, ნადები ქვად გადაიქცევა, რომლის მოცილებაც პროფესიონალური წმენდის გარეშე შეუძლებელია.

ნადებისა და ქვის გამო სავსებით შესაძლებელია პირის ღრუში არაერთი საყურადღებო პროცესი წარმოიქმნას.

გართულებული კლინიკური შემთხვევებია:

  •  კარიესი;
  •  გინგივიტი და ღრძილის დაავადება;
  •  მწვავე ღრძილის ინფექცია;
  •  კბილის მინანქრის დაშლა და კბილის დაკარგვა.

წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/10953-plaque