სალმონელოზი - რა იწვევს ბაქტერიულ დაავადებას?

სალმონელოზი - რა იწვევს ბაქტერიულ დაავადებას?

რა უნდა იცოდეთ გამომწვევი მიზეზების შესახებ?

სალმონელას ინფექცია (სალმონელოზი) ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც ვნებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს.

ინფიცირების ძირითადი მიზეზია დაბინძურებული წყალი ან საკვები.

ინფიცირებული საკვები ან სასმელი შესაძლოა იყოს:

  •  უმი ხორცი, ფრინველი, ზღვის პროდუქტი;
  •  უმი ან მოუხარშავი კვერცხი;
  •  არაპასტერიზებული რძე ან რძის პროდუქტები;
  •  ხილი და ბოსტნეული.

თუ ადამიანი არ იბანს ხელებს, ანუ არ იცავს პირადი ჰიგიენის ერთ-ერთ ძირითად წესს, შემდეგ კი ამზადებს კერძს იზრდება საკვების ინფიცირების რისკი.

ინფექცია შესაძლოა ჩამოყალიბდეს მაშინაც, როდესაც ადამიანი შეეხება ინფიცირებულ ზედაპირს ან ნივთს და ბინძურ ხელს პირში ჩაიდებს.

ინფექცია გადააქვთ ფრინველებსაც და ქვეწარმავლებსაც.

ჩვეულებრივ, სალმონელას ინფექცია არ არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, თუმცა ზოგიერთი პირის ორგანიზმში მწვავე სიმპტომებით ვლინდება.

რისკ-ჯგუფში შედიან:

  •  ჩვილები და ბავშვები;
  •  ხანდაზმულები;
  •  ტრანსპლანტაციის პაციენტები;
  •  ორსულები;
  •  სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/salmonella/symptoms-causes/syc-
20355329