რა არის ჰემიპლეგიური შაკიკი?
ჰემიპლეგიური შაკიკი არის შაკიკის იშვიათი ფორმა, რომლის დროსაც პაციენტი უჩივის სისუსტეს სხეულის ერთ არეში, პარალელურად აწუხებს თავის ტკივილი და შაკიკისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები.
ჰემიპლეგიური შაკიკი, ძირითადად, ბავშვობაში ყალიბდება. სიმპტომები გრძელდება რამდენიმე საათის და დღის, ხოლო ზოგჯერ კვირის განმავლობაში (იშვიათ კლინიკურ შემთხვევებში).
ჰემიპლეგიური შაკიკის ძირითადი სიმპტომებია:
- სისუსტე სხეულის ერთ არეში;
- თავის ტკივილი;
- მხედველობასთან დაკავშირებული ცვლილებები;
- დაბუჟება;
- ჩხვლეტის შეგრძნება;
- ბუნდოვანი მეტყველება.
ჰემიპლეგიური შაკიკის დროს ადამიანს შესაძლოა გამოუვლინდეს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად:
- სიცხე;
- დაბნეულობა;
- კოორდინაციის პრობლემა;
- გულისრევა ან ღებინება;
- მომატებული მგრძნობელობა სინათლისა და ხმაურის მიმართ.
სიმპტომებიდან გამომდინარე ჰემიპლეგიური შაკიკი ძალიან ჰგავს ინსულტს, ეპილეფსიურ შეტევას და სხვა პოტენციურად სერიოზულ ნევროლოგიურ პათოლოგიებს, შესაბამისად, აუცილებელია მიმართოთ ექიმს და დაადგინოთ ზუსტი დიაგნოზი.
სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ხერხდება ჰემიპლეგიური შაკიკის შეტევის ეპიზოდის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება, თუმცა რიგი ფაქტორების ფონზე პროცესი შესაძლოა გამწვავდეს.
რისკ-ფაქტორებია:
- ზოგიერთი საკვები და სუნი, გემო;
- სინათლე;
- სტრესი;
- უძილობა ან რეკომენდებულზე ხანგრძლივი დროით ძილი;
- ფიზიკური აქტივობა;
- თავის ტრავმა.
წყარო:
https://americanmigrainefoundation.org/resource-library/hemiplegic-migraine/