კალციუმის დეპოზიტი - რატომ ჩნდება კალცინოზი?

კალციუმის დეპოზიტი - რატომ ჩნდება კალცინოზი?

რა არის კალციუმის დეპოზიტი?

კალცინოზი ყალიბდება მაშინ, როდესაც ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით კალციუმი გროვდება.

სხვადასხვა ტიპის კალციუმის დეპოზიტი არსებობს. კალცინოზი შესაძლოა ჩამოყალიბდეს სხეულის სხვადასხვა არეში, მაგალითად, რბილ ქსოვილებში, არტერიებსა თუ ორგანოებში. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი

კალციუმის დეპოზიტი ნორმალურია, თუმცა უმეტესი ფორმა ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.

ჭარბი დოზით კალციუმი ამკვრივებს ქსოვილებს, ორგანოებს, სისხლძარღვებს, რაც თავისთავად აფერხებს მათ ნორმალურ ფუნქციონირებას. ზოგიერთი პათოლოგიის ფონზე კალციუმის დეპოზიტი შესაძლოა გაჩნდეს ტვინში, თირკმელში, სისხლძარღვებში.

კალცინოზი არ ჩნდება კალციუმით მდიდარი პროდუქტების, რაციონის გამო.

კალციუმის დეპოზიტის გამომწვევი მიზეზებია:

  •  ინფექცია;
  •  ხანდაზმული ასაკი;
  •  ანთება;
  •  კალციუმის მეტაბოლიზმის დარღვევა;
  •  ზოგიერთი ავტოიმუნური დარღვევა.

წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23117-calcium-deposits