თუ კომბინირებული ტიპის კანი გაქვთ - მოვლის წესები

თუ კომბინირებული ტიპის კანი გაქვთ - მოვლის წესები

სასარგებლო რჩევა.

კანი კომბინირებული ტიპისაა თუ ცხიმი გადანაწილებულია შუბლზე, ცხვირზე, ნიკაპზე, თუმცა მშრალია ლოყები.

კომბინირებულ კანზე გავლენას ახდენს სხვადასხვა სეზონი, სტრესული ფაქტორები, ჰორმონების დონე.

უნდა შეიძინოთ ისეთი გამწმენდი, რომელიც კანის ცხიმიანი ზონიდან ზედმეტ ჭუჭყს მოგაცილებთ, თუმცა ისედაც მშრალ არეს კიდევ უფრო არ გამოაშრობს. კოსმეტიკური ნაწარმის შეძენისას უპირატესობა მიანიჭეთ კომბინირებული კანისთვის განკუთვნილ ინგრედიენტებს.

ეფექტურია მატონიზირებელი საშუალება, რომელიც შეიცავს გლიკოლის მჟავას. ამ სტრუქტურის შემადგენლობის ტონიკი კანს მკვდარ და გამომშრალ უჯრედებს, ზედმეტ ჭუჭყსა და ცხიმს აშორებს. ამ ტიპის მატონიზირებელი საშუალება მოწოდებულია კანის სტრუქტურის სიგლუვისთვის.

რასაკვირველია, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ დამატენიანებელი კრემი. სასურველია შეიძინოთ დამატენიანებელი, რომელიც შეიცავს ლიპოჰიდროქს მჟავას - ეს კომპონენტი ატენიანებს, არბილებს და სიმკვრივეს უნარჩუნებს კომბინირებულ კანს.

წყარო:
https://www.lorealparisusa.com/beauty-magazine/skin-care/skin-care-concerns/what-
combination-skin