თუ ცხიმიანი ან მშრალი ტიპის კანი გაქვთ - მოვლის  მეთოდები

თუ ცხიმიანი ან მშრალი ტიპის კანი გაქვთ - მოვლის მეთოდები

რამდენიმე სასარგებლო რჩევა.

მოგეხსენებათ, თითოეული კანის ტიპს თავისი ინდივიდუალური მახასიათებლები აქვს, შესაბამისად, თავისებურ მოვლას საჭიროებს.

ამჯერად მოგაწვდით რეკომენდაციას ცხიმიანი და მშრალი ტიპის კანის მოვლის შესახებ.

თუ ცხიმიანი კანი გაქვთ

უნდა შეიძინოთ ისეთი სახის გამწმენდი, რომელიც კანის ზედაპირიდან ეფექტურად მოგაცილებთ ჭუჭყს, ცხიმს - რეკომენდებულია შეიძინოთ ისეთი გამწმენდი, რომელიც შეიცავს ქაფს და არის მსუბუქი სტრუქტურის.

კანზე უნდა დაიტანოთ არაკომოდოგენური დამატენიანებელი.

თუ მშრალი ტიპის კანი გაქვთ

უნდა მოერიდოთ ცხელი წყლით დაბანას, ხანგრძლივ შხაპს და გირჩევთ დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაიტენიანოთ კანი.

კანის მოვლის საშუალებები არ უნდა შეიცავდეს ალკოჰოლს, უნდა იყოს არაკომოდოგენური.

შეძლებისდაგვარად უნდა იზრუნოთ კანის დამცავ ბარიერზე და ამისთვის რეკომენდებულია გამოიყენოთ ისეთი საშუალებები, რომელიც ამშვიდებს, ატენიანებს და არბილებს ზედაპირს.

წყარო:
https://www.cerave.com/skin-smarts/skincare-tips-advice/what-skin-type-do-i-have