რა ხდება ორგანიზმში, როცა ბრაზდებით?

რა ხდება ორგანიზმში, როცა ბრაზდებით?

ეს ემოცია ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია.

სიბრაზის დროს ორგანიზმში გარკვეული ცვლილებები მიმდინარეობს.

ემოციები ტვინში მდებარე ნუშისებრ ჯირკვალში, ამიგდალაში აღმოცენდება. ტვინის ეს ნაწილი საფრთხის იდენტიფიცირებაზეა პასუხისმგებელი და ორგანიზმში ერთგვარ განგაშს ტეხს.

სიბრაზის დროს სხეულის კუნთები იჭიმება, გულისცემა ჩქარდება, არტერიული წნევის ციფრები მატულობს.

როგორც წესი, გაბრაზებული ადამიანი სწრაფად სუნთქავს და შეიძლება შენიშნოს, რომ სახე მომენტალურად აუწითლდა. სახის გაწითლების მიზეზი გაზრდილი სისხლის ნაკადია.

ამ დროს მთელი თქვენი ყურადღება სიბრაზის გამომწვევ მიზეზზეა კონცენტრირებული და დიდი ალბათობით სხვას ვერც ვერაფერს ამჩნევთ. ასევე დამატებითი ნეიროტრანსმიტერები და ჰორმონები გამომუშავდება და კამათსაც იწყებთ.

როცა დამშვიდდებით და სიტუაციას გააანალიზებთ, სავსებით შესაძლებელია ბევრი დეტალი ვერც კი გაიხსენოთ, რადგან სიბრაზის გამო კონცენტრაციის უნარი მნიშვნელოვნად იყო დაქვეითებული.

როგორც ხედავთ, ეს ემოცია მავნებელია როგორც თქვენთვის, ისე გარშემომყოფებისთვის და სასურველია ისწავლოთ მისი მართვა.

 

წყარო:

https://www.mentalhelp.net/anger/physiology/