გულის უკმარისობის ძირითადი სიმპტომები

გულის უკმარისობის ძირითადი სიმპტომები

როგორ ამოვიცნოთ გულის უკმარისობის სიმპტომები?

გულის უკმარისობის დროს გული ვერ ამარაგებს ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის სისხლით. დიაგნოზი არ ნიშნავს იმას რომ გულმა მუშაობა/ფუნქციონირება შეწყვიტა, არამედ ეს არის მდგომარეობა, როდესაც საჭიროა შესაბამისი სამკურნალო ღონისძიებებით აღნიშნული ორგანოს გაძლიერება, სიმპტომების შემსუბუქება.

გულის უკმარისობა შესაძლოა ჩამოყალიბდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა დიაგნოზი გაცილებით ხშირია ხანდაზმულებში.

გულის უკმარისობა ხანგრძლივი დაავადებაა, რომელიც სავსებით შესაძლებელია გამწვავდეს დროთა განმავლობაში. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში სრული განკურნება ვერ ხერხდება, თუმცა ექიმებს შეუძლიათ სიმპტომები მართონ ბევრი წლის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ ნიშნები ზოგჯერ სწრაფად ვლინდება (მწვავე გულის უკმარისობა) ან სიმპტომები ყალიბდება რამდენიმე კვირისა თუ თვის განმავლობაში (ქრონიკული გულის უკმარისობა).

გულის უკმარისობის ძირითადი სიმპტომებია:

  •  ქოშინი ფიზიკური აქტივობის შემდეგ ან მაშინ, როდესაც ადამიანი ისვენებს, ანუ არ არის აქტიური;
  •  ქრონიკულად დაღლილობის შეგრძნება, ენერგიის არქონის გამო პირს უჭირს ფიზიკური დატვირთვა;
  •  გულის წასვლის შეგრძნება;
  •  შეშუპებული ფეხები;
  •  ქრონიკული ხველა, აჩქარებული გულისცემა და თავბრუსხვევა.

წყარო:
https://www.nhs.uk/conditions/heart-failure/