რა არის ულტრაბგერითი კვლევა?
ულტრაბგერითი კვლევა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი შეუცვლელი სადიაგნოსტიკო მეთოდია. არის არაინვაზიური, უმტკივნეულო, ინფორმაციული. ამ მეთოდის დროს ორგანოთა და რბილ ქსოვილთა გამოკვლევა ხდება ულტრაბგერითი ტალღებით.
ულტრაბგერითი გამოკვლევა ინიშნება კარდიოლოგიური, გინეკოლოგიური, გასტროენტეროლოგიური დაავადებების დიაგნოსტირების, სხვა არაერთი ორგანოსა თუ სისტემის გამოკვლევის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ ულტრაბგერის მეშვეობით, ექიმი აფასებს რბილ ქსოვილთა მდგომარეობას, მედიკოსს შეუძლია განსაზღვროს შინაგანი ორგანოების ზომა და საზღვრები, სისხლძარღვების დიამეტრი და სხვა.
სწორედ ულტრაბგერით ხდება ნაყოფისა და ორსულობის მონიტორინგი.
ულტრაბგერითი კვლევით შესაძლებელია არაერთი პათოლოგიური პროცესის გამოვლენა, მაგალითად:
- პათოლოგიური წარმონაქმნები ორგანიზმში (მაგალითად, კიბო ან სიმსივნე);
- თრომბი;
- გადიდებული ელენთა;
- საშვილოსნოსგარე ორსულობა;
- კენჭები ნაღვლის ბუშტში;
- აორტის ანევრიზმა;
- კენჭები თირკმელში ან შარდის ბუშტში;
- ნაღვლის ბუშტის ანთება და სხვა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diagnostics/4995-ultrasound