რა არის აბდომინალური შაკიკი?
აბდომინალური შაკიკი შაკიკის ფორმაა, რომელიც ხასიათდება მუცლის ტკივილის, გულისრევისა და ღებინების ეპიზოდებით.
ტიპიური შაკიკისგან განსხვავდება, რადგან ამ ფორმის დროს პაციენტს არ აწუხებს თავის ტკივილი - მოგეხსენებათ, თავის ტკივილი შაკიკის ძირითადი სიმპტომია.
დაავადება განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში. შეტევა შესაძლოა გაგრძელდეს 2- დან 72 საათის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ შეტევის ეპიზოდებს შორის აბდომინალური შაკიკი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
აბდომინალური შაკიკის სიმპტომებია:
- ტკივილი მუცლის არეში (პაციენტი ტკივილს გრძნობს მუცლის ცენტრში, ჭიპის გარშემო);
- მადის დაქვეითება;
- გულისრევა;
- ღებინება;
- ფერმკრთალი კანი;
- ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში მომატებული მგრძნობელობა სინათლისა და ხმაურის მიმართ.
როგორც წესი, დიაგნოზი ხშირია 10 წლამდე ასაკის პატარებში, თუმცა შესაძლოა ჩამოყალიბდეს ზრდასრული პირის ორგანიზმშიც.
სამწუხაროდ, უცნობია დაავადების ჩამოყალიბების ზუსტი მიზეზი.
ძირითადად, შეტევა ყალიბდება ყოველგვარი გამაფრთხილებელი ნიშნის გარეშე, შესაბამისად, რთულია იმის იდენტიფიცირება თუ რა რისკ-ფაქტორებს მოერიდოს ადამიანი.
წყარო:
https://americanmigrainefoundation.org/resource-library/abdominal-migraine/