აბდომინალური ტკივილი არის დისკომფორტი მუცლის არეში.
მუცლის არეში ტკივილს ადამიანების დიდი ნაწილი აღიქვამს როგორც დისკომფორტს კუჭის არეში, თუმცა სავსებით მოსალოდნელია უსიამოვნო შეგრძნება სრულიად სხვა ორგანოდან მომდინარეობდეს.
აბდომინალური ტკივილი შესაძლოა ჩამოყალიბდეს სხვადასხვა მიზეზის გამო - ზოგიერთი გამომწვევი ფაქტორი სერიოზულია და დროულ დიაგნოსტირებას, შესაბამისად, მკურნალობას საჭიროებს.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ ამ სიმპტომს ვერაფერს უკავშირებთ, დისკომფორტმა მიიღო ქრონიკული სახე ან მუცლის ტკივილი მწვავეა.
ტკივილი შეიძლება იყოს შემდეგი ხასიათის:
- მსუბუქი;
- ძლიერი;
- გამჭოლი;
- გამოიხატოს წვის შეგრძნებით;
- ყრუ ტკივილი;
- კრუნჩხვითი, სპაზმური;
- ტკივილს შესაძლოა უჩიოდეთ ქრონიკულად ან ალაგდეს და შემდეგ ისევ შეგახსენოთ თავი;
- ლოკალიზდეს ერთ კონკრეტულ ადგილზე ან ტკივილს უჩიოდეთ მთლიან სხეულში.
აბდომინალური ტკივილი თითქმის ყველა ადამიანს გამოუცდია - კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ჩივილი არ არის სერიოზული და მდგომარეობა უმჯობესდება თავისით ან სახლის პირობებში გატარებული სამკურნალო ღონისძიებების ფონზე. თუმცა თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე სავსებით შესაძლებელია მუცლის ტკივილი გადაუდებელ სამედიცინო ჩარევასაც კი საჭიროებდეს.
მუცლის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
- საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა;
- აირების დაგროვება ნაწლავებში;
- შეკრულობა;
- დიარეა;
- კვებითი ალერგია;
- საკვებისმიერი მოწამვლა;
- კუჭის გრიპი;
- ქრონიკული მჟავა რეფლუქსი;
- მენსტრუაცია;
- საშარდე გზების ინფექცია.
ზოგჯერ აბდომინალური ტკივილი გაცილებით სერიოზული პათოლოგიური პროცესის სიმპტომია, მაგალითად, გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს: ჰეპატიტი, ნაღვლის კენჭები, ქოლეცისტიტი, თირკმლის ინფექცია, პანკრეატიტი, სპლენომეგალია, გასტრიტი და სხვა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/4167-abdominal-pain