რა უნდა იცოდეთ გამომწვევი მიზეზების შესახებ?
კუჭის მოქმედების შემდეგ შესაძლოა განავალში სისხლი შენიშნოთ. სისხლი შესაძლოა შეამჩნიოთ ტუალეტის ქაღალდზე, წვეთები ნახოთ უნიტაზის ზედაპირზე, საცვალზე ან უშუალოდ განავალზე.
ზოგიერთი ადამიანი ამ სიმპტომს დიდ ყურადღებას არ აქცევს და ხშირად უხერხულობის გამო თავს არიდებს ექიმთან კონსულტაციას - გახსოვდეთ, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ეს ნიშანი ორგანიზმში საყურადღებო პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობის მანიშნებელია და დაუშვებელია გულგრილად შეხედვა.
სისხლი შესაძლოა იყოს მკვეთრი წითელი, მუქი ან შავი შეფერილობის.
შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- ბუასილი;
- ნაწლავის ინფექცია;
- ნაწლავის კიბო;
- კოლორექტალური პოლიპები;
- გაღიზიანებული ნაწლავის დაავადება;
- დივერტიკულური დაავადება;
- ფისტულა;
- პროლაფსი;
- ტრავმა, დაზიანება;
- ანალური ნაპრალი.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ სისხლი განავალში ან გაქვთ სისხლდენა ანუსიდან. თუ ამ სიმპტომს თან ახლავს სხვა ნიშნებიც, მაგალითად, თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება და სხვა, გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება ან მიმართეთ კლინიკის ემერჯენსის დეპარტამენტს.