გულის უკმარისობა - დიაგნოსტირება და მკურნალობა

გულის უკმარისობა - დიაგნოსტირება და მკურნალობა

გულის უკმარისობის დროს გული ვერ ამარაგებს ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის სისხლით.

დიაგნოსტირების მეთოდები

დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია ფიზიკური გამოკვლევა, სიმპტომების შეფასება, სამედიცინო ისტორიის შესწავლა.

აუცილებელია მედიკოსმა დაადგინოს ხომ არ დგას პაციენტი გულის უკმარისობის განვითარების რისკის წინაშე და ნებისმიერი შესაძლო ხელშემწყობი ფაქტორის (მაღალი არტერიული წნევა, კორონარული არტერიების დაავადება, დიაბეტი და სხვა) შემთხვევაში, რეკომენდებულია საპრევენციო ღონისძიებების გატარება.

მოწოდებულია ფილტვისა და გულის მოსმენა.

ფიზიკური გამოკვლევის შემდეგ ექიმმა შესაძლოა დანიშნოს:

  •  სისხლის ანალიზი;
  •  გულმკერდის რენტგენოლოგია;
  •  ექოკარდიოგრამა;
  •  სარბენ ბილიკზე გულის აქტივობის შეფასება (ტრედმილი, დატვირთვის ტესტი);
  •  გულის კომპიუტერული ტომოგრაფია;
  •  მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  •  კორონარული ანგიოგრამა;
  •  მიოკარდიუმის ბიოფსია.

მკურნალობა

გულის უკმარისობა ქრონიკული დაავადებაა, შესაბამისად, მისი მართვა აუცილებელია სიცოცხლის განმავლობაში.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში პაციენტებს ენიშნებათ შესაბამისი მედიკამენტები.

შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს ერთგვარი სამედიცინო მოწყობილობა, რომელიც გულს აძლიერებს, ორგანოს ეხმარება სათანადოდ ფუნქციონირებაში.

სამწუხაროდ, ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში, მწვავე მიმდინარეობის დროს, გულის უკმარისობის მართვა შეუძლებელი ხდება მხოლოდ ოპერაციითა თუ მედიკამენტებით - ამ დროს ერთადერთი გამოსავალი გულის ტრანსპლანტაციაა.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/heart-failure/diagnosis-treatment/drc-
20373148