ეშერიხია კოლი - დიაგნოსტირების მეთოდები

ეშერიხია კოლი - დიაგნოსტირების მეთოდები

ეშერიხია კოლის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები.

ბაქტერია ეშერიხია კოლის (E.Coli) უმეტესი ტიპი უვნებელია, თუმცა ზოგიერთი შტამი მწვავე სიმპტომებს იწვევს.

დიაგნოსტირება

დიაგნოზისთვის საჭიროა განავლის ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევა.

მკურნალობა

ინფექციით მოავადე პირთა დიდი ნაწილი საჭიროებს დასვენებას - პაციენტებმა უნდა მიიღონ სითხე და თავი დაიცვან გაუწყლოებისგან თუ დაღლილობისგან.

არ არის რეკომენდებული დიარეას საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება, რადგან ამ ტიპის წამლების გამო ორგანიზმიდან ვერ გამოიდევნება ტოქსინები.

დაუშვებელია ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღება, რადგან ანტიბიოტიკოთერაპია მნიშვნელოვნად ზრდის სერიოზული გართულებების ჩამოყალიბების რისკს და ამასთან, ინფექციასთან ბრძოლის პროცესში უშედეგოა.

ეშერიხია კოლის მწვავე მიმდინარეობის დროს საჭიროა პაციენტის ჰოსპიტალიზირება; მწვავე კლინიკურ შემთხვევებში ინიშნება სისხლის გადასხმა, სითხის ინტრავენური გზით მიწოდება ან დიალიზი.

მსუბუქი ინფექციის დროს სახლის პირობებში გატარებული მკურნალობის კურსის მთავარი მიზანია დეჰიდრატაციის პრევენცია; შეეცადეთ დაისვენოთ, დაზოგოთ ენერგია, ხშირად მიიღოთ სითხე და მოერიდოთ რძის პროდუქტებს, ცხიმიან კერძებსა და საკვებს, რომელიც დიდი რაოდენობით ბოჭკოს შეიცავს.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/e-coli/diagnosis-treatment/drc-20372064