დიაგნოზი ენტეროცელე.
წვრილი ნაწლავის პროლაფსს სამედიცინო ენაზე ენტეროცელე ეწოდება.
დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია მენჯის ღრუს გამოკვლევა. კვლევის პროცესში ექიმი მოგცემთ მითითებას, რომ ღრმად ჩაისუნთქოთ.
მკურნალობა
წვრილი ნაწლავის პროლაფსის მკურნალობა საჭირო არ არის იმ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, ანუ არ აწუხებს სიმპტომები.
თუმცა დისკომფორტისა თუ მწვავე სიმპტომატიკის შემთხვევაში განიხილება ქირურგიული ოპერაცია. ქირურგიული ჩარევა ეფექტურია გართულებული პროლაფსის შემთხვევაში.
მკურნალობა სახლის პირობებში
გარკვეული მეთოდებით სიმპტომების შემსუბუქება და ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია.
გირჩევთ:
- შებერილობის პრევენციის მიზნით, მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე, მიირთვით ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები, სასარგებლოა ხილი და ბოსტნეული;
- არ ასწიოთ მძიმე ნივთები;
- შეძლებისდაგვარად აკონტროლეთ ხველა;
- სიმსუქნის შემთხვევაში უნდა დაიკლოთ ზედმეტი კილო;
- უარი თქვით თამბაქოზე;
- სასურველია ნაწლავი დაიცალოს ბუნებრივად, ანუ კუჭის მოქმედების დროს მოერიდეთ ჭინთვას, ხელოვნურ ზეწოლას კუჭ-ნაწლავის სისტემაზე.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/enterocele/diagnosis-treatment/drc-
20377666