ელენთის გადიდება - სპლენომეგალიის დიაგნოსტირებისა  და მკურნალობის მეთოდები

ელენთის გადიდება - სპლენომეგალიის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

რა უნდა იცოდეთ მკურნალობის მეთოდებზე?

ელენთის გადიდება, ანუ სამედიცინო ენაზე სპლენომეგალია, ყალიბდება ინფექციის, ღვიძლის დაავადებებისა თუ სხვა პათოლოგიური პროცესის გამწვავების ფონზე.

აღსანიშნავია, რომ კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ელენთის გადიდების მიუხედავად ადამიანს არაფერი აწუხებს, ანუ პროცესი მიმდინარეობს სრულიად უსიმპტომოდ.

ძირითადად, დიაგნოზი დგინდება სრულიად სხვა მიზეზით ჩატარებული კვლევისა თუ რუტინული გამოკვლევის დროს.

დიაგნოსტირების მეთოდებია:

  •  სისხლის ანალიზი;
  •  ულტრაბგერითი კვლევა ან კომპიუტერული ტომოგრაფია;
  •  მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებითი კვლევები და მაგალითად, ძვლის ტვინის ბიოფსია.

მკურნალობის მეთოდები

სპლენომეგალიის მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.

თუ დიაგნოზი ბაქტერიული ინფექციაა, ინიშნება ანტიბიოტიკოთერაპია.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგია რეკომენდებული, თუ ელენთა გადიდებულია, მაგრამ არ არის გამოვლენილი სიმპტომები.

იმ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც სპლენომეგალია იწვევს სერიოზულ გართულებებს ან პათოლოგიური პროცესის ჩამოყალიბების მიზეზი ვერ დგინდება, შესაბამისად, მწვავდება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დგება ელენთის ამოკვეთის საჭიროება. ელენთის ამოკვეთის ოპერაციას სამედიცინო ენაზე სპლენექტომია ეწოდება.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/enlarged-spleen/diagnosis-treatment/drc-
20354331