თუ შარდის შეკავება გიჭირთ ხველის, სიცილის, დაცემინებისა თუ სირბილის დროს

თუ შარდის შეკავება გიჭირთ ხველის, სიცილის, დაცემინებისა თუ სირბილის დროს

რა არის შარდის სტრესული შეუკავებლობა?

ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი უნებლიედ შარდავს.

შარდის შეუკავებლობა, როგორც წესი, ჩნდება მოძრაობისა თუ ფიზიკური აქტივობის ფონზე, მაგალითად, გამომწვევი მიზეზი შესაძლოა გახდეს ხველება, სიცილი, დაცემინება, სირბილი, მძიმე ნივთის აწევა და სხვა, ანუ ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც წნევას/ზეწოლას ახდენს შარდის ბუშტზე.

სტრესულ შეუკავებლობას კავშირი არ აქვს ფსიქოლოგიურ სტრესთან.

დიაგნოზი გაცილებით ხშირია ქალებში.

შარდის სტრესული შეუკავებლობის მქონე პირები დისკომფორტს განიცდიან და უხერხულობისგან თავის დაღწევის მიზნით, უარს ამბობენ სოციალურ აქტივობებში ჩართვაში, შესაბამისად, ფერხდება მათი ყოველდღიური ცხოვრების რიტმი.

გახსოვდეთ, ამ დიაგნოზში უხერხული არაფერია და მთავარია დროულად მიმართოთ ექიმს - თანამედროვე მედიცინის დახმარებით, მარტივად შეძლებთ მდგომარეობის მართვას, სიმპტომების გაუმჯობესებას.

სტრესული შეუკავებლობის დროს ადამიანი უნებლიედ კარგავს შარდს შემდეგი მდგომარეობების დროს:

  •  ხველება, ცემინება;
  •  სიცილი;
  •  წინ გადახრა;
  •  მძიმე ნივთის აწევა;
  •  ვარჯიში;
  •  ინტიმური კავშირი.

სტრესული შეუკავებლობა ჩნდება მაშინ, როდესაც სუსტდება ის კუნთები და ქსოვილები, რომელიც ეხმარება შარდსადენს ნორმალურ ფუნქციონირებაში და აკონტროლებს შარდის გამოყოფის უნარს.

გართულებული კლინიკური შემთხვევებია:

  •  ემოციური დისტრესი;
  •  შარდის შერეული შეუკავებლობა;
  •  კანის გაღიზიანება და გამონაყარი.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/stress-incontinence/symptoms-
causes/syc-20355727