რას ნიშნავს გულის უკმარისობა?
გულის უკმარისობა ჩნდება მაშინ, როდესაც გულის კუნთი სათანადოდ ვეღარ გზავნის, ტუმბავს სისხლს.
პათოლოგიური პროცესის დროს სისხლი უკან ამოდის და მოსალოდნელია სითხით აივსოს ფილტვები, შედეგად ადამიანს სუნთქვის უკმარისობა უვლინდება.
პრევენცია
გულის უკმარისობის პრევენციის ძირითადი მეთოდი რისკ-ფაქტორების მინიმუმამდე შემცირებაა.
ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესით, მკურნალი ექიმის მიერშემუშავებული მეთოდებით.
გულის უკმარისობის პრევენციისთვის მოწოდებულია:
- უარი თქვით თამბაქოზე;
- შეძლებისდაგვარად აკონტროლეთ წნევა, მართეთ დიაბეტი;
- უნდა იყოთ ფიზიკურად აქტიური;
- მიირთვით ჯანსაღი პროდუქტები;
- შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა;
- სიმსუქნის შემთხვევაში დაიკელით ზედმეტი კილო;
- შეამცირეთ სტრესის დონე, მაქსიმალურად მოერიდეთ სტრესულ გარემოს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/heart-failure/symptoms-causes/syc-
20373142