შაკიკი ქრონიკულად მორეციდივე ნევროლოგიური დაავადებაა.
პათოლოგიის გამო პაციენტი უჩივის პულსირებად, ფეთქვად, მწვავე ტკივილს თავის ერთ ან ორივე არეში. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში თავის ტკივილს თან ახლავს ღებინება, გულისრევა, ხმისა და სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
შაკიკის რამდენიმე ტიპი არსებობს და თითოეულ ფორმას შესაბამისი სიმპტომატიკა აქვს, განვიხილოთ დეტალურად.
შაკიკი აურით
ეს არის ერთგვარი გამაფრთხილებელი მდგომარეობა. აურა, როგორც ერთგვარი სინათლის გაელვება, მოციმციმე სინათლე, ყნოსვის დარღვევა. აურით მიმდინარე შაკიკის დროს პაციენტს აქვს ჩხვლეტა სახის ერთ მხარეში ან მკლავში, უჭირს ადეკვატური მეტყველება.
შაკიკი აურის გარეშე
იგი შაკიკის ყველაზე გავრცელებული ტიპია - ამ ფორმის დროს პაციენტს არ აქვს აურა, ანუ გამაფრთხილებელი სიმპტომი, ნიშანი, რომ შეტევა მალე დაიწყება.
ქრონიკული შაკიკი
შაკიკი ქრონიკულია, როდესაც თავის ტკივილი ვლინდება თვეში 15 დღის განმავლობაში.
ბაზილარული შაკიკი
შაკიკის აღნიშნული ფორმა დროთა განმავლობაში ყალიბდება და ჩნდება უშუალოდ ტიპიური შაკიკის თავის ტკივილთან ერთად ან შეტევის წინ.
ვესტიბულური შაკიკი
ამ დროს ადამიანს შაკიკის გავრცელებულ სიმპტომებთან ერთად აწუხებს წონასწორობის შენარჩუნების პრობლემა, თავბრუსხვევა.
აბდომინალური შაკიკი
აბდომინალური შაკიკი გავრცელებული ფორმაა და ჩნდება ყოველი 100 ბავშვიდან 4-ის ორგანიზმში, ზოგჯერ ვლინდება ზრდასრულებშიც.
შაკიკის ამ ტიპის დროს პატარები უჩივიან შემდეგ სიმპტომებს:
• მუცლის ტკივილის (საშუალოდან მწვავე ინტენსივობამდე) რეგულარული შეტევა, რომელიც გრძელდება 2-დან 72 საათის განმავლობაში;
• შეტევის ეპიზოდის დროს საერთო სისუსტე და ღებინება;
• შეტევის დროს პაციენტს არ აწუხებს თავის ტკივილი;
• შეტევის ეპიზოდებს შორის პირი თავს კარგად გრძნობს.
აბდომინალური შაკიკი იდიოპათიური დარღვევაა, ანუ თანამედროვე მედიცინისთვის უცნობია ზუსტი გამომწვევი მიზეზები.
ჰემიპლეგიური შაკიკი
სიტყვა ჰემიპლეგია სხეულის ერთი ნაწილის დამბლა, პარალიზია. ჰემიპლეგიური შაკიკის დროს პაციენტი უჩივის დროებით სისუსტეს სხეულის ერთ არეში და ეს სიმპტომი შაკიკის შეტევის ნაწილია. ამ სისუსტეს თან ახლავს აურით მიმდინარე სიმპტომები.
გამოცდილებაზე დაყრდნობით, ადამიანები შეტევას აღწერენ როგორც შემზარავ გამოცდილებას, რადგან სიმპტომები ძალიან გავს ინსულტის ძირითად ნიშანს.
მენსტრუალური შაკიკი
მენსტრუალური შაკიკი არის მდგომარეობა, რომელიც ჩნდება ციკლის დროს.
შაკიკის ეს ფორმა გაცილებით მწვავეა და ნაკლებად ექვემდებარება მკურნალობას.
ფიქსირდება კავშირი შაკიკსა და ჰორმონ ესტროგენის დონის დაქვეითებას შორის.
წყარო:
https://migrainetrust.org/understand-migraine/types-of-migraine/