დიარეა - როდის მივმართოთ ექიმს?

დიარეა - როდის მივმართოთ ექიმს?

დიარეა უსიამოვნო და გავრცელებული მდგომარეობაა.

კუჭის აშლილობის სიმპტომები ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ ყველა ადამიანს გამოუცდია.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მდგომარეობა მართვადია სახლის პირობებში, თუმცა თუ კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში და სახეზეა გაუწყლოების ჩამოყალიბების რისკი, აუცილებელია შესაბამისი მკურნალობა, ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინება.

დიარეას ძირითადი სიმპტომია თხიერი განავალი, კუჭის გახშირებული მოქმედება (დღეში სამჯერ ან მეტჯერ). დიარეას შესაძლოა თან ახლდეს სხვა სიმპტომებიც.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს შემდეგი ნიშნების შემთხვევაში:

  •  დიარეა გრძელდება 2 დღეზე მეტხანს;
  •  დიარეას თან ახლავს სიცხე;
  •  კუჭის ხშირი მოქმედება (24 საათის განმავლობაში 6-ჯერ ან მეტჯერ);
  •  მწვავე ტკივილი მუცლის ან სწორი ნაწლავის არეში;
  •  სისხლიანი განავალი ან განავალი, რომელსაც აქვს მუქი ფერი, შეიცავს ქაფს;
  •  დიარეას თან ერთვის ხშირი ღებინება;
  •  გამოვლინდა გაუწყლოების ნიშნები.

წყარო:
https://www.everydayhealth.com/diarrhea/know-symptoms-diarrhea-when-see-
doctor/