რომელი სიმპტომები ვლინდება ყველაზე ხშირად მაღალი  წნევის დროს?

რომელი სიმპტომები ვლინდება ყველაზე ხშირად მაღალი წნევის დროს?

რამდენიმე საყურადღებო სიმპტომი.

მაღალი წნევა (არტერიული ჰიპერტენზია) ძალიან გავრცელებული მდგომარეობაა.

ჰიპერტენზიის დროს სისხლი არტერიის კედელს იმდენად ძლიერად აწვება, რომ ორგანიზმში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ყალიბდება.

მაღალ წნევას ჩუმ მკვლელს უწოდებენ და სამწუხაროდ, პათოლოგია ამ ზედმეტსახელს ამართლებს; კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში პროცესი იმდენად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ადამიანს დაჯერებაც კი უჭირს ჰიპერტენზიის მატარებელი რომ არის.

უმართავი ჰიპერტენზიის გამო მნიშვნელოვნად იზრდება გულის შეტევისა თუ ინსულტის განვითარების რისკი.

შეიძლება გაგიკვირდეთ, თუმცა ზოგიერთი ადამიანი თავს შესანიშნავად გრძნობს და ამ დროს ჰიპერტენზია აქვს - სწორედ ამ გარემოების ფონზე

აუცილებელია რეგულარულად აკონტროლოთ წნევის მაჩვენებელი. 40 წელს გადაცილებული პრაქტიკულად ჯანმრთელი პირებისთვის რეკომენდებულია წნევის კონტროლი. თუ რისკის ჯგუფში შედიხართ, სასურველია მონიტორინგი
ჩაატაროთ წელიწადში ერთხელ.

არტერიული ჰიპერტენზიის რისკი იზრდება ოჯახური ისტორიის, ცხოვრების სტილისა და მიღებული მედიკამენტების გათვალისწინებით.

რისკ-ჯგუფია:

  •  ასაკი;
  •  ჭარბი წონა;
  •  ოჯახური ანამნეზი;
  •  რაციონში დიდი დოზით მარილი;
  •  ჭარბი დოზით ალკოჰოლი;
  •  ზოგიერთი მედიკამენტი;
  •  ანამნეზში სხვადასხვა დაავადება (ძილის ობსტრუქციული აპნოე, თირკმლის პათოლოგიები, თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე და სხვა);
  •  არააქტიური ცხოვრების წესი;
  •  თამბაქო.

მაღალი წნევის სიმპტომებია:

  •  ბუნდოვანი მხედველობა;
  •  ცხვირიდან სისხლდენა;
  •  სუნთქვის უკმარისობა;
  •  ტკივილი გულმკერდის არეში;
  •  თავბრუსხვევა;
  •  თავის ტკივილი.

წყარო:
https://www.bhf.org.uk/informationsupport/risk-factors/high-blood-
pressure/symptoms-and-treatment