დემენცია - არ გამოგეპაროთ სიმპტომები

დემენცია - არ გამოგეპაროთ სიმპტომები

რა არის დემენცია?

დემენცია არის ტერმინი და გამოიყენება იმ სიმპტომების ჯგუფის ასაღწერად, რომელიც ვლინდება მეხსიერების, აზროვნების, სოციალური ურთიერთობების უნარების დაქვეითების ფონზე.

იგი არ არის სპეციფიკური დაავადება, თუმცა ზოგიერთი დაავადების გამო შესაძლოა ჩამოყალიბდეს.

მდგომარეობა არაერთი სიმპტომით მიმდინარეობს და ერთ-ერთი ნიშანი მეხსიერების დაკარგვაა. თუმცა თუ ადამიანს მხოლოდ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, ეს ავტომატურად დემენციის დიაგნოზს არ ნიშნავს.

ხანდაზმულ პირებში ალცჰაიმერის დაავადება წარმოადგენს პროგრესირებადი დემენციის ყველაზე გავრცელებულ გამომწვევ მიზეზს - ამასთან, დაავადებას იწვევს სხვა არაერთი პათოლოგიური პროცესი.

გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე დემენციის ზოგიერთი სიმპტომი შექცევადია.

დემენციის სიმპტომები მრავალფეროვანია, სიმპტომატიკა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზებზე. თუმცა სტატიაში წარმოგიდგენთ დაავადების ყველაზე გავრცელებულ ნიშნებს.

შემეცნებითი ცვლილებები:

  •  მეხსიერების დაკარგვა (როგორც წესი, ამ სიმპტომს ამჩნევს ოჯახის წევრი, ახლობელი, მეგობარი);
  •  პაციენტს უჭირს კომუნიკაცია, საჭირო სიტყვების მოძებნა;
  •  ქვეითდება ვიზუალური და სივრცითი უნარები;
  •  ადამიანს უჭირს ადეკვატურად მსჯელობა, ვერ ახერხებს პრობლემის გადაწყვეტას;
  •  პაციენტისთვის რთული ხდება გარკვეული ამოცანისა თუ დავალების შესრულება;
  •  ორგანიზების, გეგმის შედგენის უნარის დაქვეითება;
  •  კოორდინაციასთან და მოტორულ ფუნქციებთან დაკავშირებული პრობლემები;
  •  დაბნეულობა, დიზორიენტაცია.

ფსიქოლოგიური ცვლილებები:
• პიროვნული ცვლილება;
• დეპრესია;
• შფოთვა;
• შეუსაბამო ქცევა;
• პარანოია;
• მღელვარება;
• ჰალუცინაციები.

გამომწვევი მიზეზები

დემენციას იწვევს ტვინში მდებარე ნერვული უჯრედებისა და მათი შემაერთებელი ქსოვილების დაზიანება თუ დაკარგვა. საყურადღებოა ტვინის რომელი უბანი დაზიანდება, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს თუ რა სიმპტომები გამოუვლინდება პაციენტს.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/dementia/symptoms-causes/syc-
20352013