რა არის A ჰეპატიტი?
A ჰეპატიტი ღვიძლის ინფექციაა, რომელიც ძალიან გადამდებია. ინფექციას იწვევს A ჰეპატიტის ვირუსი. ვირუსის გამო ანთებითი პროცესი ყალიბდება ღვიძლში, შესაბამისად, ქვეითდება ორგანოს ფუნქციონირების უნარი.
A ჰეპატიტით დაინფიცირდებით თუ მიიღებთ დაბინძურებულ საკვებსა თუ სასმელს, გექნებათ ახლო კონტაქტი ინფიცირებულ პირთან ან საგანთან.
მსუბუქ კლინიკურ შემთხვევებში არ არის საჭირო მკურნალობა. ბევრი ადამიანი ინფექციისგან იკურნება ღვიძლის მუდმივი დაზიანების გარეშე.
ვირუსის გავრცელებას ხელს უშლის პირად ჰიგიენაზე ზრუნვა - აუცილებელია ხშირად დაიბანოთ ხელები საპნით. A ჰეპატიტის პრევენციის ეფექტური მეთოდი ვაქცინაციაა.
A ჰეპატიტის დროს შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:
• უჩვეულო დაღლილობა და სისუსტე;
• სრულიად მოულოდნელად ჩამოყალიბებული გულისრევა და ღებინება, დიარეა;
• ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის არეში, როგორც წესი, ღვიძლის მაღლა;
• თიხისფერი ან ნაცრისფერი განავალი;
• უმადობა;
• დაბალი სიცხე;
• მუქი ფერის განავალი;
• სახსრების ტკივილი;
• კანის სიყვითლე;
• ძლიერი ქავილი.
გართულებული კლინიკური შემთხვევები
სხვა ტიპის ვირუსული ჰეპატიტებისგან განსხვავებით A ტიპის ინფექცია არ იწვევს ღვიძლის ხანგრძლივ დაზიანებას, ანუ არ ახასიათებს ქრონიკულობა.
იშვიათ კლინიკურ შემთხვევებში, ხანდაზმულებსა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, A ჰეპატიტი იწვევს ღვიძლის ფუნქციის დაკარგვას (მწვავე). მწვავე ღვიძლის უკმარისობის დროს, რასაკვირველია, აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზირება და ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური მონიტორინგი, მართვა, მკურნალობა. ამ დიაგნოზის მქონე ზოგიერთ პაციენტს სჭირდება ღვიძლის ტრანსპლანტაცია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hepatitis-a/symptoms-
causes/syc-20367007