როგორ ავირიდოთ თავიდან ინსულტი?

როგორ ავირიდოთ თავიდან ინსულტი?

პრევენციის მეთოდები.

ინსულტი, რომელსაც თავის ტვინის ინფარქტსაც უწოდებენ, ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაა.

პათოლოგია ყალიბდება მაშინ, როდესაც ტვინის უბანში სისხლის მიწოდება წყდება, ირღვევა ან მცირდება. ჯაჭვური რეაქციის ფონზე ტვინის ქსოვილი ვეღარ მარაგდება ჟანგბადითა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებებით, შესაბამისად, უჯრედები რამდენიმე წუთში იღუპება.

ინსულტი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს და მაშინაც კი, თუ ტვინის ინფარქტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ალაგდა. პაციენტი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში - ინსულტის დროს ყოველი წამი გადამწყვეტია.

ინსულტის პრევენცია, პათოლოგიის განვითარების რისკის მინიმუმამდე შემცირება, ნამდვილად შესაძლებელია. ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარკვეული რეჟიმის შემუშავებით შეგიძლიათ თავი დაიცვათ ინსულტისგან, მიუხედავად ასაკისა თუ ოჯახური ანამნეზისა.

პრევენციისთვის მოწოდებულია:

  •  აკონტროლეთ წნევა, მაღალი მაჩვენებლის შემთხვევაში დროულად მიმართეთ ექიმს და დაირეგულირეთ. გახსოვდეთ, ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა) ინსულტის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ძირითადი რისკ-
  • ფაქტორია;
  •  მავნებელია სიმსუქნე - დაიკელით ზედმეტი კილო ან ჯანსაღი წონის შემთხვევაში იზრუნეთ მის შენარჩუნებაზე;
  •  ივარჯიშეთ, შეძლებისდაგვარად იყავით ფიზიკურად აქტიური;
  •  ნუ მიიღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;
  •  თუ ანამნეზში არარეგულარული გულისცემა გაქვთ, აუცილებელია გაითვალისწინოთ მკურნალი ექიმის ყველა რეკომენდაცია და
  • დაირეგულიროთ რიტმი;
  •  დიაბეტით დაავადებულებმა უნდა აკონტროლოთ სისხლში შაქრის მაჩვენებელი. გახსოვდეთ სისხლში შაქრის მაღალი დონე დროთა განმავლობაში აზიანებს სისხლძარღვებს;
  •  უარი თქვით თამბაქოზე.

წყარო:
https://www.health.harvard.edu/womens-health/8-things-you-can-do-to-prevent-a-stroke