სალმონელოზი - რა სიმპტომებით ვლინდება ბაქტერიული დაავადება, რომელიც საჭმლის მომნელებელ სისტემას  აზიანებს?

სალმონელოზი - რა სიმპტომებით ვლინდება ბაქტერიული დაავადება, რომელიც საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს?

რა არის სალმონელოზი?

სალმონელას ინფექცია (სალმონელოზი) არის გავრცელებული ბაქტერიული დაავადება, რომელიც ვნებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს.

როგორც წესი, სალმონელას ბაქტერია ბინადრობს ცხოველისა და ადამიანის ნაწლავებში და სხეულიდან იდევნება განავლის მეშვეობით. ადამიანის ორგანიზმში ინფექცია იჭრება დაბინძურებული წყლითა და საკვებით.

ზოგიერთ ადამიანს ინფიცირების მიუხედავად სიმპტომები არ უვლინდება. თუმცა კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ყალიბდება დიარეა, სიცხე, მუცლის სპაზმი ინფიცირებიდან 8-72 საათის განმავლობაში.

პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანი მარტივად უმკლავდება სალმონელოზს და მდგომარეობა უმჯობესდება რამდენიმე დღიდან კვირის ვადაში, სპეციფიკური მკურნალობის გარეშე. თუმცა ზოგჯერ სალმონელოზი მწვავე ფორმით მიმდინარეობს და დიარეის ფონზე ჩნდება გაუწყლოება, შესაბამისად, საჭიროა სამედიცინო დახმარება.

სამწუხაროდ, მხოლოდ დეჰიდრატაცია არ წარმოადგენს გართულებული კლინიკური შემთხვევის მაგალითს - თუ ინფექციამ ნაწლავში შეაღწია, იზრდება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის ჩამოყალიბების რისკი.

სალმონელას ინფექციის სიმპტომებია:

  •  დიარეა;
  •  მუცლის სპაზმი;
  •  სიცხე;
  •  გულისრევა;
  •  ღებინება;
  •  კანკალი;
  •  თავის ტკივილი;
  •  სისხლი განავალში.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ზოგიერთი ადამიანი დამოუკიდებლად, მკურნალობის გარეშე ამარცხებს ინფექციას, სიმპტომები უმჯობესდება რამდენიმე დღეში. თუმცა რისკ-ჯგუფში მყოფ პირებს (ახალშობილი, ბავშვი, მოხუცი, ნებისმიერი ასაკის ადამიანი სუსტი იმუნიტეტით) შედარებით რთულად გადააქვთ დაავადება.

პაციენტი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს კლინიკაში შემდეგი სიმპტომების შემთხვევაში:

  •  ინფექციის ნიშნები გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში;
  •  სახეზეა მაღალი სიცხე და დიდი რაოდენობით სისხლი განავალში;
  •  ჩამოყალიბდა გაუწყლოება.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/salmonella/symptoms-
causes/syc-20355329