რა ფუნქციას ასრულებს სისხლის მიმოქცევა?
სისხლის მიმოქცევის სისტემის მეშვეობით, მთლიანი ორგანიზმი სისხლით, ჟანგბადითა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებებით მარაგდება.
როდესაც გული, ვენა, არტერია, კაპილარები და სხვა სისხლძარღვები ჯანსაღია, უჯრედი აუცილებელ მინერალებს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ითვისებს, ხოლო ნარჩენებს სხეულიდან დევნის.
სისხლძარღვში წარმოქმნილი ნებისმიერი ტიპის დაბრკოლება უარყოფით გავლენას ახდენს არაერთ სისტემასა და ორგანოზე. სისხლის მიმოქცევის დარღვევის ფონზე უჯრედი ვეღარ იკვებება ჟანგბადით, შესაბამისად, მისი ფუნქციონირების ხარისხი მკვეთრად ქვეითდება, რაც თავის მხრივ ჯანმრთელობის რიგი პრობლემების განვითარების წინაპირობას ქმნის.
როგორც წესი, სისხლის მიმოქცევა სუსტი აქვთ 40 წელს გადაცილებულ პირებს, ჭარბწონიანებს, დიაბეტით დაავადებულებს და იმ ადამიანებს, რომლებიც დღის დიდ მონაკვეთს არააქტიურად ატარებენ.
სისხლის მიმოქცევის სისტემის დარღვევის დროს შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:
- კუნთების ტკივილი ან სისუსტე მოძრაობის დროს;
- შეგრძნება თითქოს კანში ქინძისთავი გაქვთ;
- კანის ფერმკრთალი ან ლურჯი შეფერილობა;
- ცივი ფეხის და ხელის თითები;
- გულმკერდის ტკივილი;
- შეშუპება;
- დაბუჟება;
- ვენა ამოზნექილი, ამობურცულია.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/21882-poor-circulation