რა იწვევს ციტომეგალოვირუსს?

რა იწვევს ციტომეგალოვირუსს?

ციტომეგალოვირუსი გავრცელებული ვირუსია - ინფექცია ორგანიზმში სიცოცხლის ბოლომდე რჩება.

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა ფაქტია, ადამიანების უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს ვირუსის მატარებელი რომ არის, რადგან პრაქტიკულად ჯანმრთელი პირის ორგანიზმში ინფექცია იშვიათად იწვევს სერიოზულ პრობლემებს თუ დისკომფორტს.

ვირუსი შესაძლოა გამწვავდეს ორსულის ან სუსტი იმუნიტეტის მქონე პირის ორგანიზმში, შესაბამისად, ამ რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანების ზოგადი მდგომარეობის მართვა აუცილებელია.

ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა სხეულიდან გამოყოფილი სითხით (სისხლი, ნერწყვი, შარდი, რძე, სპერმა).

ვირუსისგან სრული განკურნების მეთოდი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შესაბამისი მედიკამენტებით სიმპტომების შემსუბუქება, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია.

ციტომეგალოვირუსის ინფექცია დაკავშირებულია იმ ვირუსებთან, რომელიც იწვევს ჩუტყვავილას, ჰერპესს, მონონუკლეოზს.

აღნიშნული ინფექცია ცირკულირებს პერიოდულად, ანუ გარკვეული ვადით ორგანიზმში მთვლემარე ფაზაშია და შემდეგ აქტიურდება, მწვავდება.

პრაქტიკულად ჯანმრთელი პირის ორგანიზმში ციტომეგალოვირუსი უმეტესად უმოქმედო, პასიურ მდგომარეობაშია.

მწვავე ფაზაში ინფიცირებული ადამიანი გადამდებია, ვირუსი ორგანიზმის სითხით სხვა ადამიანზე მარტივად ვრცელდება.

ვირუსის გადაცემის გზებია:

  •  კონტაქტი გქონდათ ინფიცირებული ადამიანის ორგანიზმის სითხესთან და შემდეგ ხელებით შეეხეთ თქვენს თვალებს, ცხვირსა და პირის ღრუს;
  •  ინტიმური კავშირი გქონდათ ინფიცირებულთან;
  •  ინფიცირებული დედის რძე, ძუძუთი კვება;
  •  მშობიარობისას ინფიცირებული ორსული ინფექციას გადასდებს ჩვილს;
  •  ორგანოს, ძვლის ტვინის ან ღეროვანი უჯრედის ტრანსპლანტაცია, ან სისხლის გადასხმა.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cmv/symptoms-causes/syc-20355358