მოგეხსენებათ, წყალი აუცილებელია ორგანიზმისთვის, სასარგებლოა ყველა ორგანოსა და სისტემის ფუნქციონირებისთვის.
დღის განმავლობაში ადეკვატური რაოდენობის წყალი უნდა მიიღოთ და ამ გზით დაიცვათ თავი გაუწყლოებისგან თუ სხვა ტიპის დისკომფორტისგან, ამასთან, კარგი იქნება გარკვეულ რეჟიმს თუ დაიცავთ.
რეკომენდებულია:
• დილით გაღვიძებისას ერთი ჭიქა წყალი დალიეთ;
• თუ წონის დაკლებას გეგმავთ, სასურველია ყოველი ჭამის წინ ჭიქა წყალი დალიოთ;
• თუ სტატიას კითხულობს ადამიანი, რომელიც ვარჯიშობს (ნებისმიერი ტიპის ფიზიკური დატვირთვა), დაგვეთანხმება თუ რამდენად აუცილებელია წყალი. ვარჯიშისას ოფლს ხარჯავთ, შესაბამისად, ორგანიზმი კარგავს წყალსა და აუცილებელ ელექტროლიტებს. ბალანსი რომ არ დაირღვეს აუცილებელია ვარჯიშის დაწყებამდე, უშუალოდ ფიზიკური აქტივობისას და შემდეგ დალიოთ წყალი;
• ნუ აქცევთ წყალს შხამად, ანუ დაუშვებელია რეკომენდებულზე მეტი რაოდენობის სითხის მიღება, ზედმეტი არ მოგივიდეთ. თქვენზე უკეთ არავინ იცის თუ რამდენი ჭიქა წყალია სასარგებლო - მოუსმინეთ სხეულს, მიიღეთ სითხე რეგულარული ინტერვალით.
წყარო:
https://www.healthline.com/nutrition/best-time-to-drink-water