თქვენი ჯანმრთელობისთვის ნეგატიურ ადამიანთან ურთიერთობა ისეთივე მავნებელია როგორც დაავადება

თქვენი ჯანმრთელობისთვის ნეგატიურ ადამიანთან ურთიერთობა ისეთივე მავნებელია როგორც დაავადება

ნეგატიურ ადამიანთან ურთიერთობა ძალიან დამღლელია.

მუდმივად ცუდ განწყობაზე მყოფი პიროვნების ნეგატიური ფიქრები თქვენს პიროვნულ განვითარებასა და გუნება-განწყობილებაზე უარყოფითად აისახება.

ყველა ჩვენგანი ინდივიდუალურია, მაგრამ ნეგატიურ ადამიანებს რამდენიმე საერთო აქვთ და მაგალითად, ყოველთვის უკმაყოფილოები არიან, ცხოვრებისგან დადებითს არაფერს მოელიან, ყველგან და ყოველთვის მართლები თავად არიან და თავს მსხვერპლად მიიჩნევენ, იშვიათად ურთიერთობენ გარშემომყოფებთან და ცუდი რეპუტაციით გამოირჩევიან, ახარებთ ცუდი ამბები, ოპტიმიზმსა და ენერგიას გართმევენ, როგორი სასიამოვნო მოვლენის თანამონაწილეც არ უნდა იყოს უარყოფითს მაინც იპოვის.

სამწუხაროდ, ცხოვრება ყოველთვის ნათელი ფერებით არ გამოირჩევა და უსიამოვნებისგან დაცულნი არავინ ვართ, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს და სულაც არ არის აუცილებელი ისეთ ადამიანთან გქონდეთ მუდმივი კონტაქტი, რომელიც დრამასა და პრობლემას ხელოვნურად ქმნის.

თუ შესაძლებელია, სასურველია, ნეგატიურ ადამიანებს ერთგვარი საზღვარი დაუწესოთ და მათთან მინიმალური კონტაქტი გქონდეთ.

რასაკვირველია, ყველაფერი უნდა გააკეთოთ (რისი საშუალებაც გაქვთ) და საყვარელ ადამიანს ან თუნდაც ნაცნობს დახმარების ხელი გაუწოდოთ, პოზიტივით აავსოთ, სიკეთე და გულისხმიერება გამოიჩინოთ, მაგრამ ყველაფერს აქვს დრო და საზღვარი!

შეეცადეთ, რომ თქვენს გარშემო პოზიტიური გარემო შეიქმნათ, თუნდაც მცირედით, მაგრამ თავი გაიმხიარულოთ - გარშემო უამრავი ადამიანი ცხოვრობს და ნუთუ მხოლოდ მასთან ურთიერთობა გინდათ, ვინც თქვენთვის ყოველთვის ნეგატივს იმეტებს?

გახსოვდეთ, სხვის აზრებს ვერასდროს გააკონტროლებთ და ყველას მოსაწონი ვერ გახდებით. თქვენი არჩევანია როგორ იცხოვრებთ და რა ტიპის გარემოში იურთიერთებთ, ხოლო ირონიულ, ცინიკურ, უარყოფით სიტყვებს რაც ნაკლებ ყურადღებას დაუთმობთ, მით მეტ წარმატებას მიაღწევთ.

 

წყარო:

https://www.developgoodhabits.com/negative-people/